კომპანია "რემოდელი" დაარსდა 2019 წელს, როგორც ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სარემონტო კომპანია. 5 წლიანი წარმატებული საქმიანობის განმავლობაში, ჩვენ მოვახდინეთ 500-ზე მეტი პროექტის რეალიზება და დავიმკვიდრეთ სახელი, როგორც საიმედო და პროფესიონალურმა გუნდმა. "რემოდელი" გთავაზობთ სრულ სარემონტო მომსახურებას თბილისსა და მის შემოგარენში, დაწყებული დიზაინის შექმნით, დასრულებული "გასაღების ჩაბარებით". ჩვენი გამოცდილი გუნდი შედგება პროფესიონალი პროექტის ხელმძღვანელების, დიზაინერების და ხელოსნებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი სახლის თუ ოფისის გარდაქმნას თქვენს ოცნებად.
სამშენებლო კომპანია
ფიზიკური პირი
სასტუმროების ქსელი
ფიზიკური პირი
ფიზიკური პირი
სარესტორნე ქსელი
სასტუმროების ქსელი
ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს იყოს ბაზრის ლიდერი მისი ტექნოლოგიებითა და სამუშაოს შესრულების ხარისხითა და სიზუსტით.
ჩვენი კომპანიის მამოძრავებელი ბირთვია:
თითოეულ სამუშაოს ჩვენს გუნდში უძღვება ამ კონკრეტული საქმის გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანი, რომელიც მაღალი კვალიფიციურობთ აწარმოებს დავალებულ საქმეს და უმკლავდება ნებისმიერ სირთულეს.
ჩვენ ამოცანად ვისახავთ ნებისმიერი დავალებული სამუშაო იდეალური სიზუსტით შევასრულოთ, გავაკეთოთ აქცენტი უმციესს დეტალებზეც კი და წვრილმანებზე ორიენტირით შევქმნათ ერთიანი იდეალური პროექტი.
ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დროის მენეჯმენტია. ჩვენი ამოცანაა ზუსტად ჩავეტიოთ დათქმულ ვადებში და არასოდეს დავთქვათ არაზუსტი მოლოდინები
მეტად ეფექტური სამუშოსთვის ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ თანამედროვე დანადგარებსა და აღჭურვილობას, რაც საშუალებას გვაძლევს ბევრად მეტი სიზუსტითა და მოქნილობით ვაკეთოთ ნებისმიერი საქმე.
ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ უსაფრთხოების სტანდარტებსა და რეგულაციებს. მკაცრად ვაკონტროლებთ სტანდარტების დაცვას სამუშაოს წარმოების ყველა ეტაპზე და ვაკმაყოფილებთ შრომითი უსაფრთხოების ყველა დადგენილ ნორმას.