სახლის რემონტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც საშუალებას გვაძლევს არსებული შენობა გადავაქციოთ ჩვენს საოცნებო სივრცედ. მიუხედავად იმისა, გსურთ კლასიკური სტრუქტურის მოდერნიზება თუ მოძველებული ქონების განახლება, კარგად დაგეგმილ რემონტს შეუძლია შექმნას უნიკალური გარემო, რომელიც ზუსტად არის მორგებული თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებზე.
კომპანია რემოდელი გთავაზობთ კერძო სახლის რემონტს და მასთან დაკავშირებულ ყველა დამატებით პროცედურას ერთ სერვისში. ჩვენ დაგეხმარებით სარემონტო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე და შეგისრულებთ ნებისმიერი სირთულისა თუ კატეგორიის საქმეს.
კერძო სახლის რემონტისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერიერსა და ექსტერიესრს შორის ბალანსის დაცვა, გარე სივრცეების მაქსიმალურად ათვისება და ეზოს სწორად მოწყობა. კომპანია რემოდელი სპეციალიზირდება ექსტერიერისა და ეზოს მოწყობის ყველა საჭირო სამუშაოში და ღქვენი სურვილის შესაბამისად შეგიქმნით თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დეტალსა და ელემენტს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კარგად დაგეგმილი ექსტერიერი მნიშვნელოვნად ზრდის სახლის საბაზრო ღირებულებას. ის იზიდავს პოტენციურ მყიდველებს და აჩქარებს გაყიდვის პროცესს. გარდა ამისა, ექსტერიერის დიზაინი უნდა ქმნიდეს იდეალურ ბალანსს სტილსა და ფუნქციონალურობას შორის, რაც გულისხმობს სივრცეების შექმნას დასვენებისა და გართობისთვის, გარე სივრცის გამოყენებადობის გაუმჯობესებას და ესთეტიკური და პრაქტიკული ელემენტების გაერთიანებას
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სახლის რემონტის ღირებულება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენს ხედვასა და ფინანსურ შესაძლებლობებზე. განვიხილოთ ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს საერთო ხარჯებზე:
მნიშვნელოვანია განისაზღვროს რა მოცულობის სამუშაოების ჩატარებას გეგმავთ. მაგალითად, მხოლოდ სააბაზანოს განახლებას აპირებთ თუ სამზარეულოს რემონტსაც? რაც უფრო მეტ პროექტს დაამატებთ რემონტის გეგმას, მით უფრო გაიზრდება ხარჯები.
რემონტის ღირებულებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს სარემონტო ფართის ზომა. რაც უფრო მეტ კვადრატულ მეტრს მოიცავს სარემონტო სამუშაოები, მით უფრო მაღალია ხარჯები.
გამოსაყენებელი მასალების ხარისხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პროექტის საერთო ღირებულებას. მაგალითად, თუ გეგმავთ ფასადის შეცვლას, მოსაპირკეთებელი მასალის ხარისხი პირდაპირ აისახება პროექტის საბოლოო ფასზე.
ძველი სახლის რემონტი, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან სარემონტო სამუშაოებს, გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე შედარებით ახალი სახლის კოსმეტიკური რემონტი ან მცირე შეკეთებები.
სარემონტო ფასები პირდაპირ დამოკიდებულია თქვენი სახლის ლოკაციაზე. რამდენად ადვილად არის მისადგომი მძიმე ტექნიკისთვის, რამდენად ახლოს არის ქალაქთან საიდანაც შეიძლება სამშენებლო მასალების მომარაგება, რამდენად ადვილად მისავალია მომსავე პერსონალისთვის.
გაითვალისწინეთ, მოცემული ხარჯები იცვლება ზემოთ მოყვანილი სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, თქვენი პროექტის ზუსტი ხარჯების დაანგარიშებისთვის საჭიროა მოგვმართოთ და კომპანია რემოდელი დეტალურად შეაფასებს თქცვენს სამუშაებს და წარმოგიდგენთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას.
კომპანია რემოდელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტებით.
- მასალების ხარისხი
- სამუშაოების თანმიმდევრობა
- მუშახელის პროფესიონალიზმი
- პროცესის სამშენებლო კანონმდებლობასთან შესაბამისობა
ხშირად კერძო სახლის სარემონტო პროცესი, სამუშაოებ რომლებიც მიმდინარეობს შენობის ფასადზე ან ეზოში საჭიროებს ნებართვას შესაბამისი მუნიციპალური ორგანოდან. კომპანია რემოდელი დაგეხმარებათ პროცესში საჭირო ყველა ნებართვის დროულად იდენტიფიცირებაში და მოპოვებაში:
ჩვენ დავამუშავებთ თქვენი სახლის პროექტს და შევქმნით შესასრულებელი სამუშაოების სრულ სქემასა და განრიგს. თქვენ გექნებათ საშუალება წინასწარ გქონდეთ ინფორმაცია ვადებისა და განსახორციელებელი სამუშაოს შესახებ.
თქვენს სახლს ჩაიბარებს პროფესიონალი სამუშაოთა ზედამხედველი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება წარმოებული სამუშაოების სიზუსტეზე დროულობასა და პროცესის უსაფრთხოებაზე.
თქვენ საშუალება გექნებათ ნებისმიერ ეტაპზე გადაამოწმოთ მიმდინარე სამუშაოთა პროგრესი როგორც სამუშაო ობიექტზე, ასევე დისტანციურად თქვენი პირადი მენეჯერის დახმარებით.
თქვენ გექნებათ საშუალება თავად შეარჩიოთ სარემონტო მასალები ან ჩვენ მოგვანდოთ მათი შერჩევის პროცესი თქვენთვის სასურველი დიზაინის ხარისხისა და ბიუჯეტის მიხედვით.
დემონტაჟის სამუშაოები
ტიხრების მოწყობა
კედლის ლესვა
იატაკის მოწყობა
საინჟინრო ქსელები
ჭერის მობათქაშება
ჭერის მოწყობა
იატაკის მოწყობის სამუშაოები
სამღებვრო სამუშაოები
საიზოლაციო სისტემები
დათბუნების სისტემები
გათბობა გაგრილების სისტემების მოწყობა/მონტაჟი
უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი
ელექტროობა
კანალიზაცია / სანტექნიკა
კარის მონრაჟი / დემონტაჟი
კიბის მოწყობა
ჭკვიანი სახლის სისტემის მონტაჟი
სახლის გარე ლესვა
ფასადის მოწყობა დეკორატიული მასალით
გარე განათებების მოწყობა
გადახურვის მოწყობა
ეზოს მოწყობის სამუშაოები
აუზუს და აუზის სისტემების მოწყობის სამუშაოები
საუნის მოწყობა
კინოთეატრის მოწყობა
სპორტდარბაზის მოწყობა (აღჭურვა და დაქსელვა სტანდარტების მიხედვით)
გარე ბუხრების მონრაჟი
მარნის და დამატებითი ნაგებობების მოწყობა
საკუთარი სახლის მოსაწყობად საჭირო სხვა ნებისმიერი სამუშაო საჭიროების მიხედვით