კომპანია რემოდელი გთავაზობთ საოფისე და კომერციული სივრცეების სრულ სარემონტო მომსახურებას. ჩვენი გუნდის პროფესიონალები თქვენზე მორგებულ ვადებსა და ბიუჯეტში შეგისრულებენ ნებისმიერი სირთულისა და კატეგორიის სარემონტო სამუშაოს ზუსტი დეტალიზაციითა და ყველა უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტის დაცვით.
ჩვენ კარგად გვესმის თქვენი ბიზნესის საჭიროებები და შესაბამისად ვცდილობთ მაქსიმალურად მოვარგოთ სამუშაო პროცესი თქვენს ყოველდღიურ მუშაობის რიტს.
ვინაიდან ოფისი ის სივრცეა სადაც თქვენი თანამშრომლები ყველაზე მეტ დროს ატარებენ და მნიშვნელოვან პროდუქტებს ქმნიან თუ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩვენ ორიენტირებულები ვართ შევქმნათ მაქსიმალური კომფორტი და მაქსიმალურად გამართული გარემო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა:
კომპანია რემოდელი თქვენი დიზაინის შეფასებისა და შენობის შესწავლისთანავე შეგიდგენთ სარემონტო ხარჯთაღრიცხვას, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი თითოეული შესასრულებელი სამუშაოს მასალისა და ადამიანური რესურსის ღირებულება.
გასათვალისწინებელია, რომ ოფისის რემონტის ფასების განმაპირობებელი რამოდენიმე ფაქტორი არსებობს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ:
თუ შენობა ცუდ მდგომარეობაშია, საჭიროა მეტი სამუშაო, რაც ზრდის საერთო ხარჯებს. მაგალითად, საჭირო შეიძლება იყოს სტრუქტურული რემონტები, რომელიც მოიცავს კედლების გამყარებას, სახურავის შეკეთებას ან ელექტრო- და წყალმომარაგების სისტემების განახლებას.
შენობის მდებარეობა ასევე მნიშვნელოვანი როლი თამაშობს რემონტის ღირებულებაში. მნიშვნელოვანია ობიექტი რამდენად ადვილად არის მისადგომი მძიმე ტექნიკისთვის, რამდენად ახლოს არის ქალაქთან საიდანაც შეიძლება სამშენებლო მასალების მომარაგება, რამდენად ადვილად მისავალია მომსავე პერსონალისთვის.
ზოგადად, რაც უფრო დიდი არის სივრცე, მით უფრო ძვირი იქნება რემონტი. ფართობის გაზრდა მოითხოვს მეტ მასალას, მეტი სამუშაო საათს და შესაძლოა დამატებითი სპეციალისტების ჩართვას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რემონტის პროცესში ზომის გათვალისწინება მოხდეს.
ოფისის რემონტი შეიძლება შესრულდეს სხვადასხვა ტიპის შენობებზე, რაც გავლენას ახდენს ფასზე. მაგალითად, ერთი სართულიანი ოფისის რემონტი და საწყობის რემონტი განსხვავებული ხარჯები მოითხოვს. სხვადასხვა ტიპის შენობა მოითხოვს სხვადასხვა სახის სამუშაოებს, რაც ასევე გავლენას ახდენს საბოლოო ხარჯებზე.
რემონტის დიზაინის კომპლექსურობა და სირთულეც შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ხარჯები. თუ თქვენ გეგმავთ მორგებულ დიზაინს, მყარი მასალების გამოყენებას ან ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციას, ეს ყველაფერი მოითხოვს უფრო მეტ დროს და ფინანსებს.
თუ რემონტს უნდა შესრულდეს კონკრეტულ ვადებში, ეს შეიძლება იქონიოს გავლენა ხარჯებზე. ექსპრეს მომსახურება ხშირად უფრო ძვირია, რადგან მოითხოვს მეტი მუშახელის ჩართვას და დამატებითი რესურსების გამოყენებას.
ოფისის რემონტისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი არსებობს, რომლებიც ხელს უწყობს პროცესის სისტემატიზაციას და წარმატებულ შედეგზე მისაღწევად. ქვემოთ მოყვანილი ნაბიჯები წარმოადგენს ოფისის რემონტის ძირითადი ეტაპებს:
ოფისის რემონტის პირველი ნაბიჯი არის არსებული სივრცის მდგომარეობის შეფასება. ეს მოიცავს იმ ადგილების იდენტიფიცირებას, რომლებიც საჭიროა გაუმჯობესება, რემონტის მიზნების დასახვას და რეალისტური ბიუჯეტის შექმნას. მნიშვნელოვანი საკითხებია როგორც ფუნქციონალური, ასევე ესთეტიური მოთხოვნები, რაც დაეხმარება პროექტის სწორად დაგეგმვას.
თავდაპირველი შეფასების დასრულების შემდეგ, მეორე ეტაპი არის დეტალური დიზაინი. ეს მოიცავს გეგმის შეცვლას, მასალების არჩევას და იმის უზრუნველყოფას, რომ დიზაინი თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად იყოს. საჭირო ნებართვების მიღება ასევე მნიშვნელოვანია, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა სამუშაო ადგილობრივი ნორმების შესაბამისად მიმდინარეობს.
ახალი ელემენტების დამატებამდე აუცილებელია ძველი სტრუქტურების, კედლების ან მოწყობილობების დემონტაჟი, რომლებიც უკვე არ აკმაყოფილებენ ოფისის საჭიროებებს. ამ ეტაპზე ასევე მოიცავს სამუშაო ადგილის მომზადება, როგორიცაა კედლების გამაძლიერება ან სტრუქტურული პრობლემების მოგვარება.
ამ ეტაპზე ხორციელდება ყველა ძირითადი მშენებლობის აქტივობა, რაც მოიცავს ახალი კედლების მშენებლობას, წყლისა და ელექტრო სისტემების მონტაჟს. ასევე მოიცავს იატაკის, ჭერის და სხვა ძირითადი მოწყობილობების მონტაჟს.
როდესაც ძირითადი მშენებლობის სამუშაოები დასრულებულია, ყურადღება გადადის იმ საბოლოო დეტალებზე, რომლებიც სივრცეს სიცოცხლეს მატებს. ეს მოიცავს შეღებვას, განათების მოწყობილობების მონტაჟს, ოფისის ავეჯის დამატებას , კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას და სხვა დამატებითი ნივთების შეტანას რაც საჭიროა ოფისის გამართულად ფუნქციონირებისთვის
ოფისის სრული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია საბოლოო შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა სამუშაო ადგილობრივი კანონმდებლობის და თავდაპირველი დიზაინით გათვალისწინებული გეგმების შესაბამისად შესრულებულია. ეს ეტაპი შეიძლება მოიცავდეს მცირე კორექტირებებს და რეგულირებებს შემოწმების შედეგების მიხედვით.
ოფისის რემონტი არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელიც მრავალ სარგებელს მოუტანს კომპანიას როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. კარგად დაგეგმილი ოფისის რემონტი არა მხოლოდ აუმჯობესებს სამუშაო გარემოს, არამედ პოზიტიურად აისახება კომპანიის საერთო წარმატებაზე. განახლებული სივრცე ზრდის თანამშრომელთა კმაყოფილებას, აუმჯობესებს პროდუქტიულობას და ქმნის პროფესიულ გარემოს კლიენტებთან ურთიერთობისთვის. ეს ინვესტიცია დემონსტრირებს კომპანიის ვალდებულებას ზრდისა და განვითარების მიმართ, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია როგორც თანამშრომლების, ისე პარტნიორებისთვის. განვიხილოთ ძირითადი უპირატესობები:
- განახლებული სივრცე ქმნის პოზიტიურ სამუშაო გარემოს
- კოლაბორაციული სივრცეების დამატება ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას
- ბუნებრივი განათების გაზრდა აუმჯობესებს განწყობას და პროდუქტიულობას
- ორგანიზებული სივრცე ამცირებს სტრესს და ზრდის ეფექტურობას
- თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილება
- სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა
- ევაკუაციის გზების გამართვა
- ერგონომიული სამუშაო სივრცის შექმნა
- ოფისის ფართობის მაქსიმალური ათვისება
- საკონფერენციო ოთახების სტრატეგიული განლაგება
- დამატებითი სამუშაო სივრცეების შექმნა
- არაეფექტური სივრცეების ოპტიმიზაცია
- მიმზიდველი გარემო ახალი ტალანტების მოსაზიდად
- პროფესიული შთაბეჭდილების შექმნა კლიენტებისთვის
- თანამედროვე და ინოვაციური იმიჯის ფორმირება
- კომპანიის ბრენდის ვიზუალური გამყარება
- თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია
- მოქნილი სამუშაო სივრცეების შექმნა
- კრეატიული ზონების მოწყობა
- გუნდური მუშაობის წახალისება
- გრძელვადიანი ბიზნეს-პერსპექტივების დემონსტრირება
- თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება
- ადაპტირებადი სივრცის შექმნა
- ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვა
მოვერგოთ თქვენი ბიზნესის ოპერირებას და თქვენი სამუშო პროცესის მინიმალური შეფერხებით წარვმართოთ სარემონტო სამუშაოები.
სრულად გავითვალისწინოთ თქვენი პრიორიტეტები და ბიუჯეტი და დავგეგმოთ შესასრულებელი სამუშაოები მათი გათვალისწინებით.
ზუსტად ჩავეტიოთ დაგეგმილ ვადებში, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ თქვენი ბიზნესის წარმატებით ოპერირებას.
დემონტაჟის სამუშაოები
ტიხრების მოწყობა
კედლის ლესვა
იატაკის მოწყობა
საინჟინრო ქსელები
ჭერის მობათქაშება
ჭერის მოწყობა
კაფელ მეტლახის სამუშაოები
იატაკის მოწყობის სამუშაოები
სამღებვრო სამუშაოები
საიზოლაციო სისტემები
დათბუნების სისტემები
გათბობა გაგრილების სისტემების მოწყობა/მონტაჟი
უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი
ელექტროობა
კანალიზაცია / სანტექნიკა
კარის მონრაჟი / დემონტაჟი
კიბის მოწყობა
ჭკვიანი სახლის სისტემის მონტაჟი
ოფისის მოსაწყობად საჭირო სხვა ნებისმიერი სამუშაო