რემონტი ბათუმში

ტურისტული სეზონი ახლოვდება და არ იცით, როგორ გაარემონტოთ სახლი ან ბინა ბათუმში? მაშინ კომპანია რემოდელი თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი ფართის და სირთულის რემონტს მთელი ბათუმის ტერიტორიაზე, ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

როგორ ვახერხებთ სამუშაოების შესრულებას ბათუმში თქვენი ჩართულობის გარეშე?

ჩვენი გუნდი მუშაობს ისე, რომ თქვენ მინიმალურად უნდა ჩაერთოთ პროცესში. სამუშაოთა წარმოების გეგმის შედგენის შემდგომ, პროექტი ჩაბარდება პროფესიონალ სამუშაოთა მწარმოებელსა და მენეჯერს, რომლებიც სრულ მეთვალყურეობას გაუწვდიან სამუშაო პროცესს. ეს გამორიცხავს თქვენი ჩართულობის მცირედ საჭიროებასაც კი.

ჩვენი უპირატესობები ბათუმში მუშაობისას

დისტანციური კონტროლი

თქვენ შეგიძლიათ სამუშაოთა წარმოების პროცესი აკონტროლოთ დისტანციურად. თქვენი პირადი მენეჯერი მოგაწვდით ყოველკვირეულ რეპორტს სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ. ჩვენი გუნდი, რომელიც სპეციალურად ბათუმისთვის არის შერჩეული, მუდმივად ქალაქის ტერიტორიაზე იმყოფება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას.

ოფისი ბათუმში

ჩვენ გვაქვს კომპანიის წარმომადგენლობა და ოფისი ბათუმში, რაც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ მეტად მოქნილები და ოპერატიულები. ჩვენი ადგილობრივი გუნდი იცნობს ქალაქის სპეციფიკას და საჭიროებებს, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავმართოთ პროექტები.

რას ექცევა ყურადღება ბათუმში სახლის რემონტისას

გარემო პირობები

ვინაიდან ბათუმი ზღვისპირა რეგიონია, სადაც ჭარბად არის ნალექი და ტენი, კომპანია რემოდელიმაქსიმალურად ითვალისწინებს გარემო ფაქტორებს მასალის შერჩევისას და სამუშაო პროცესის დაგეგმვისას.

გარემოს ზემოქმედებისგან დაცვა:

  • მშენებლობისას ვიყენებთ ნესტგამძლე მასალებს
  • ფასადს ვაპირკეთებთ წყალგამძლე და ნესტგამძლე მასალებით
  • იატაკი ეწყობა წყალგამძლე და ნესტგამძლე მასალიგან
  • ზედაპირების დამუშავება ხდება სპეციალური ნესტგამძლე საშუალებებით
  • ვიყენებთ სპეციალურ საიზოლაციო საშუალებებს რათა დავიდან ავირიდოთ ობიექტში დამატებითი ნესტის შეღწევა

ტურისტული სეზონი

ბათუმი აქტიურია ზაფხულის სეზონზე, შესაბამისად ჩვენი დამკვეთების ინტერესებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ რემონტი დავასრულოთ არასეზონურ პერიოდში, რათა დამკვეთმა შეძლოს მაქსიმალური სარგებელი მიიღოს სეზონის დროს.

სამუშაოს სწორი მენეჯმენტი:

  • სამუშაო გრაფიკის შემუშავება არასეზონურ პერიოდზე მორგებით
  • სეზონურ პერიოდზე მინიმალურად ხელის შემშლელი სამუშაოების გადანაწილება
  • სამუშაო პროცესის მუდმივი კონტროლი და მენეკმენტი, რათა მოხდეს დაგეგმილ ვადებში ჩატევა

სახლის რემონტის ეტაპები

1. პროექტის შეფასება

საწყის ეტაპზე ჩვენ ვათვალიერებთ თქვენს სახლს, ვსწავლობთ შესასრულებელი სამუშაოებს, განვსაზღვრავთ რა დრო და რესურსი იქნება საჭირო თქვენთვის საჭირო შედეგის მისაღებად.

2. პროექტი

ბინის შეფასების, თქვენი მოთხოვნებისა და სასურველი დიზაინის პროექტის საფუძველზე ჩვენ ვქმნით დეტალურ სამუშაოთა გეგმას, სადაც სრულად იქნება ჩაშლილი შესასრულებელი სამუშაოები, მართი ხანგრძლივობა, საჭირო მუშა ხელი, ბიუჯეტი , სამშენებლო მასალები და სამუშაოს სრულად განსახორციელებლად საჭირო ყველა დამატებითი დეტალი. პროექტის მომზადების ეტაპი მოიცავს:

• უფასო კონსულტაცია ობიექტზე
• დეტალური აზომვები
• პროექტის შედგენა
• ხარჯთაღრიცხვის მომზადება

3. ნებართვა

თუ თქვენი რეკონსტრუქცია დაკავშირებულია სანებართვო პროცედურებთან ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ყველა საჭირო დოკუმენტაციის შედგენაში და იქნება თქვენი წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ნებართვის ასაღებად.

4. სამუშაო პროცესი

სამუშაოს პროცესი იწარმოება ყველა უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტის დაცვით, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მხოლოდ პროფესიონალებით, რაც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი სირთულის სამუშაო ზედმიწევნითი სიზუსტით შევასრულოთ. სამუშაოს პროცესს აკონტროლებს სამუშაოთა ზედამხედველი და უზრულველყოფს თითოეული დეტალის გამართულობას .

5. პროექტის ჩაბარება

სამუშაოთა პროცესის დასრულების შემდგომ, თქვენი ბინა დასუფთავდება, დამონტაჟდება ავეჯი, გაივლის საბოლოო შემოწმებას უფროს სამუშაოთა ზედამხედველთან და მხოლოდ ამის შემდგომ ჩაბარდება დამკვეთს. პროექტის ჩაბარება აუცილებლად ხდება ვადების დაცვით.

სახლი ბათუმში

ჩვენი უპირატესობები

უახლესი ტექნოლოგიები

სარემონტო პროცესში რემოდელი იყენებს უახლოეს ტექნოლოგიებს და აღჭურვილობას:

  • უახლესი სამშენებლო  და სარემონტო დანადგარები
  • თანამედროვე სარემონტო და სამშენებლო ტექნიკა
  • უმახლესი ხარისხის სტანდარტის აღჭურვილობა
  • უსაფრთხოების სისტემები

შედეგად ჩვენი მუშაობის პროცესი ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტურია

სამუშაოს ზედამხედველობა

ჩვენს თითოეულ პროექტს ხელმძღვანელობს სამუშაოს ზედამხედველი, რომელიც აკონტროლებს შესრულებული სამუშაოს სიზუსტეს და დროულობას. ეს უზრუნველყოფს პროექტის წარმატებით და ზუსტ ვადებში დასრულებას, ამასთანავე გამორიცხავს დამკვეთის მხრიდან ჩართულობის საჭიროებას.

სამუშაოთა ზედამხედველოს მოვალეობებია:

  • აკონტროლოს შესრულებული სამუშაოს ხარისხის
  • განახორციელოს შესასრულებელი სამუშაოების დროის მენეჯმენტი
  • ქონდეს კომუნიკაცია დამკვეთთან სამუშაო პროცესის განმავლობაში და მიაწოდოს მას პროცესთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია
  • უზრუნველყოს დამკვეთის შესრულებული სამუშაოების დამკვეთის მოთხოვნებთან და წარდგენილ დიზაინთან შესაბამისობა
  • სრულად მოამზადოს სახლი დამკვეთისთვის ჩასაბარბლად

სამუშაოს სიზუსტე

ჩვენი გუნდი ხელმძღვანელობს წინასწარ გაწერილი სამუშაო განრიგით, რაც უზრუნველყოფს სამუშაოების ზუსტ და დროულ შესრულებას და მაქსიმალურად ეფექტურ შედეგს.

სახლის რემონტის ფასები

საცხოვრებელი რემონტის ფასები განსხვავდება საცხოვრებელი ფართის, რემონტის მოცულობის და სასურველი მასალების ხარისხის მიხედვით.

ფასები 55 კვ.მ - 1 საძინებლიანი ბინის სრული რემონტისთვის:

  • ეკონომ მასალები: 10,000 ლარი - 28,000 ლარი
  • საშუალო ხარისხის მასალები: 20,000 ლარი - 36,000 ლარი
  • პრემიუმ ხარისხის მასალები: 32,500 ლარი - 48,000 ლარი

ფასები კონკრეტული სამუშაოებისთვის:

  1. აბაზანის რემონტი (6 კვ.მ): 7,500 ლარი - 9,000 ლარი
  2. იატაკის მონტაჟი (50 კვ.მ): 2,900 ლარი - 4,000 ლარი
  3. კედლების/ჭერის შეღებვა (170 კვ.მ): 3,200 ლარი - 4,800 ლარი
  4. კარების და ჩარჩოების შეცვლა (3 კარი): 600 ლარი - 2,000 ლარი
  5. გათბობა - გაგრილების სისტემები: 3,000 ლარი - 4,200 ლარი
  6. ელექტროობის მოწყობა: 1,200 ლარი - 3,500 ლარი
  7. წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები: 1000 - 2,700 ლარი
  8. ფანჯრების შეცვლა (4 ფანჯარა): 1,500 ლარი - 4,700 ლარი
  9. მთავარი კარი: 500 ლარი - 3500 ლარი

გადახდის მოქნილი პირობები:

  • ეტაპობრივი გადახდა სამუშაოების მიხედვით
  • შესაძლებელია განვადება პარტნიორ ბანკებთან
  • კორპორატიული კლიენტებისთვის სპეციალური პირობები

როგორ ვახერხებთ ვაწარმოოთ სამუშაოები ბათუმში თქვენი ჩართულობის გარეშე?

სამუშაოთა წარმოების გეგმის შედგენის შემდგომ პროექტი ჩაბარდება პროფესიონალ სამუშაოთა მწარმოებელსა და მენეჯერს, რომლებიც სრულ მეთვალყურეობას გაუწევენ სამუშაო პროცესს, რაც გამორიცხავთ თქვენი ჩართულობის მცირედ საჭიროებასაც კი.

თქვენ შეგიძლიათ სამუშაოთა წარმოების პროცრესი აკონტროლოთ დისტანციურად. თქვენი პირადი მენეჯერი მოგაწვდით ყოველკვირეულ რეპორტს სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ.თმში მიმდინარე სამუშობს აწარმოებს ბათუმის გუნდი, რომლებიც მუდმივად ბათუმის ტერიოტიაზე იმყოფება. ასევე, ჩვენ გვაქვს კომპანიის წარმომადგენლობა და ოფისი ბათმში, რაც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ მეტად მოქნილები და ოპერატიულები.

ჩვენი სამუშოები მოიცავს:

დემონტაჟის სამუშაოები

ტიხრების მოწყობა

კედლის ლესვა

იატაკის მოწყობა

საინჟინრო ქსელები 

ჭერის მობათქაშება

ჭერის მოწყობა

კაფელ მეტლახის სამუშაოები

იატაკის მოწყობის სამუშაოები

სამღებვრო სამუშაოები

საიზოლაციო სისტემები

დათბუნების სისტემები

გათბობა გაგრილების სისტემების მოწყობა/მონტაჟი

უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი

ელექტროობა

კანალიზაცია / სანტექნიკა

კარის მონრაჟი / დემონტაჟი

კიბის მოწყობა

ჭკვიანი სახლის სისტემის მონტაჟი

სახლის გარე ლესვა

ფასადის მოწყობა დეკორატიული მასალით

გარე განათებების მოწყობა

გადახურვის მოწყობა

ეზოს მოწყობის სამუშაოები

აუზუს და აუზის სისტემების მოწყობის სამუშაოები

საუნის მოწყობა

კინოთეატრის მოწყობა

სპორტდარბაზის მოწყობა (აღჭურვა და დაქსელვა სტანდარტების მიხედვით)

გარე ბუხრების მონრაჟი

მარნის და დამატებითი ნაგებობების მოწყობა

სახლის იზოლაცია ნესტგამძლე მასალით 

რემონტისთვის საჭირო სხვა ნებისმიერი სამუშაო საჭიროების მიხედვით

დაგვიკავშირდი